სამყარო მართლაც დიდია ჩვენ ვცხოვრობთ გალქატიკაში "რძიანი გზა" ჩვენ გალაქტიკაში ასი მილიარდი ვარსკვლავია თუ მოიმარჯვებთ კამერას და დაუმიზნებთ ცის რომელიმე შემთხვევით შერჩეულ ნაწილს და საკეტს ღიად დატოვებთ სანამ თქვენი კამერა მიბმულია ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს, ის დაინახავს ასეთ რამეს ყოველი ეს პატარა ლაქა გალაქტიკაა, უხეში მიახლოებით "რძიანი გზის" ზომის ყოველ ლაქაში ასობით მილიარდი ვარსკვლავია დაკვირვებად სამყაროში, დაახლოებით ასი მილიარდი გალაქტიკაა 100 მილიარდი სწორედ ის რიცხვია რომელიც უნდა იცოდე სამყაროს ასაკი, დიდ აფეთქებასა და ახლანდელ დროს შორის არის ასი მილიარდი ძაღლის წელი. (სიცილი) რომელიც გვეუბნება რაღაცას სამყაროში ჩვენი ადგილის შესახებ. ერთი რამ რაც შეგიძლია გააკეთო ასეთი სურათით არის რომ უბრალოდ აღფრთოვანდე მისით ის საოცრად ლამაზია. მე ხშირად მიკვირდა, რას წარმოადგენს ის ევოლუციური ზეწოლა რამაც სტეპებზე ჩვენ წინაპრებს ჩამოუყალიბა და განუვითარა გრძნობა რეალურად განეცადათ სიამოვნება გალაქტიკათა სურათებით მათ ხომ ასეთი ფიტოგრაფია არ ქონდათ. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა გავიგოთ ეს. როგორც კოსმოლოგი, მე მინდა ვიკითხო. რატომაა სამყარო ასეთი? ერთი დიდი გასაღები რომელიც გვაქვს არის ის რომ სამყარო დროში იცვლება. თუ შეხედავთ რომელიმე გალაქტიკას და გაზომავთ მის სიჩქარეს. შეიტყობთ რომ ის თქვენ გშორდებათ და თუ მოძებნით უფრო შორეული გალქტიკას ის დაგშორდებათ უფრო სწრფად ამიტომაც ჩვენ ვამბობთ სამყარო ფართოვდება რას ნიშნავს ეს, რათქმაუნდა იმას, რომ წარსულში ობიექტები იყო უფრო ახლოს ერთმანეთთან წარსულში სამყარო იყო უფრო მჭიდრო და ასევე უფრო ცხელი. თუ შეკუმშავთ საგნებს ერთად, ტემპერატურა ზემოთ აიწევს. ასეთი სახის არსი აქვს ჩვენთვის ის რასაც ასეთივე არსი არ გააჩნია არის ადრეული სამყარო, დიდ აფეთქებასთან ახლოს. ის იყო ასევე ძალიან, ძალიან გლუვი შესაძლოა იფიქროთ რომ ეს არ არის საკვირველი. ჰაერი ამ ოთახში ძალიან გლუვია შესაძლოა თქვათ. "კარგი, შეიძლება საგნები თავად გლუვდებიან" მაგრამ დიდი აფეთქების ახლოს გარემოებები ძალიან ძალიან განსხვავდება ამ ოთახის ჰაერის მდგომარეობისგან უფრო ზუსტად: გაცილებით დიდია ყველაფრის სიმჭიდროვე საგნების გრავიტაციული მიზიდვა იყო გაცილებით ძლიერი, დიდი აფეთქების ახლოს. რაც უნდა იფიქროთ ამის შესახებ არის ის რომ ჩვენ გვაქვს სამყარო ასი მილიარდი გალაქტიკით ასოებით მილიარდი ვარსკვლავით თითოეულში. ადრეულ დროში, ეს ასი მილიარდი გალაქტიკა იყო მოქცეული აი ასეთი სიდიდის ზომაში სიტყვასიტყვით -- ადრეულ დროში და თქვენ უნდა წარმოიდგინოთ ამ შემჭიდროების მოხდენა ყველანაირი ნაკლოვანების გარეშე, ყველანაირი პატარა ლაქის გარეშე სადაც იქნებოდა უფრო მეტი ატომი, ვიდრე სადმე სხვაგან რადგან რომ ყოფილიყო, ისინი კოლაფსირდებოდნენ გრავიტაციული მიზიდულობის ქვეშ უზარმაზარ შავ ხვრელში შენარჩუნდებოდა ძალიან ძალიან გლუვი სამყარო იმ ადრეულ დროს ეს არ არის ადვილი; ეს დელიკატური მოწესრიგერბაა. ეს არის გასაღები რომ ადრეული სამყარო არ არის შემთხვევით არჩეული არსებობს რაღაც რამაც ასეთად შექმნა ის. ჩვენ გვინდა გავიგოთ რა. ჩვენი გაგების ნაწილი მომდინარეობს ლუდვუგ ბოლცმანისგან ავსტრიელი ფიზიკოსი 19-ე საუკუნეში. ბოლცმანის წვლილი დაგვეხმარა რათა გაგვეგო ენტროპია. გაგიგიათ ენტროპიის შესახებ. ის რაღაც სისტემების შემთხვევითობა, უწესრიგობა და ქაოსურობაა. ბოლცმანმა მოგვცა ფორმულა -- რომელიც ახლა მის საფლავის ქვაზეა გრავირებული -- ის მართლაც აღწერს რა არის ენტროპია. არსებითად ის ამბობს რომ ენტროპია არის იმ გზათა რიცხვი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ხელახლა გადავაწყოთ სისტემის კონსტრუქციები, შეუმჩნევლად რომ მიკროსოპიკულად ის იგივე დარჩეს. თუ აიღებთ ჰაერს ამ ოთახში, თქვენ ვერ შეამჩნევთ ყოველ ცალკეულ ატომს. დაბალი ენტროპიის კონფიგურაცია არის ის რომელშიც შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ხელახლა გადაწყობა, რომ იგივე დარჩეს მაღალი ენტროპიის კონფიგურაცია არის ის სადაც მრავალი გადაწყობის შედეგად იგივე დარჩება ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი გაგება რადგან ის გვეხმარება გავიგოთ თერმოდინამიკის მეორე კანონი -- კანონი რომელიც ამბობს რომ ენტროპია იზრდება სამყაროში, ან სამყაროს რომელიმე იზოლირებულ ნაწილში. მიზეზი თუ რატომ იზრდება ენტროპია არის უბრალოდ ის რომ არსებობს ბევრი გზა იმისთვის რომ იყოს მაღალი ენტროპია ვიდრე დაბალი ეს საოცარი გამჭრიახობაა. მაგრამ ის რაღაცას გარეთ ტოვებს მიგნება რომ ენტროპია იზრდება, სხვათაშორის არის ის რის მიღმაც როგორც ვეძახით დროის ისარია. განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის. ყოველი განსხვავება, რომელიც აქ არის წარსულსა და მომავალს შორის გამომდინარეობს იქიდან რომ ენტროპია იზრდება -- ფაქტი ისაა რომ თქვენ შეგიძლიათ გახსოვდეთ წარსული მაგრამ არა მომავალი. ფაქტია რომ თქვენ დაიბადეთ, ცხოვრობთ და შემდეგ მოკვდებით. ყოველთვის ასეა წესის მიხედვით. ეს იმიტომ რომ ენტროპია იზრდება ბოლცმანმა ახსნა რომ თუ თქვენ დაიწყეთ დაბალი ენტროპიით, ძალიან ბუნებრივია რომ ის გაიზრდება რადგან უფრო მეტი გზაა რათა იყოს მაღალი ენტროპია ის რაც მან ვერ ახსნა იყო ის თუ რატომ არის ენტროპია პირველად დაბალი ფაქტი რომ სამყაროს ენტროპია იყო დაბალი იყო იმ ფაქტის ანარეკლი რომ ადრეული სამყარო იყო ძალიან, ძალიან გლუვი. ჩვენ გვინდა გავიგოთ ეს. ესაა ჩვენი საქმე, როგორც კოსმოლოგების. საუბედუროდ. ეს ფაქტიურად ის პრობლემა არაა რომელსაც საკმარისი ყურადღება დავუთმეთ. ის არაა რომელიმე პირველთაგანი რომელსაც ხალხი იტყოდა. თუ კითხავდით თანამედროვე კოსმოლოგს "რა პრობლემებია რომლებზეც ვცდილობთ მივუთითოთ?" ერთ ერთი პირველი მათგანი, რომელმაც გააცნობიერა რომ ეს იყო პრობლემა იყო რიჩარდ ფეინმანი. 50 წლის წინ. მან ჩაატარა მთელი რიგი განსხვავებული ლექციებისა. პოპულარული ლექციები რომელიც გახდა "ფიზიკური კანონის ხასიათი" მან ჩაუტარა ლექციები კალიფორნიის ტენოლოგიების ინსტიტუტის ბოლო კურსის სტუდენტებს რომელიც ცნობილია "ფეინმენის ფიზიკის ლექციები" მან ჩაუტარა ლექციები კურსდამთავრებულებს რომელიც ცნობილია "ფეინმენის ლექციები გრავიტაციაზე." თითოეულ ამ წიგნში, ყოველ ლექციაზე, ის ხაზს უსმევდა ამ თავსატეხს: რატომ ქონდა ადრეულ სამყაროს ასეთი დაბალი ენტროპია? ის ამბობს -- მე არ ვაპირებ აქცენტი გავაკეთო -- ის ამბობს "რაღაც მიზეზით სამყაროს ერთ დროს, მისი ენერგიის შემცველობისთვის. ქონდა ძალიან დაბალი ენტროპია, და მას შემდეგ ენტროპია იზრდება. დროის ისარი შეუძლებელია მთლიანად გაგებული იქნეს სანამ სამყაროს დასაწყისის მისტერია ისევ შორს ინაცვლებს სპეკულაციიდან გაგებამდე." მოკლედ ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ეს იყო 50 წლის წინ. "რათქმაუნდა" თქვენ ფიქრობთ.½ "ჩვენ ახლა ეს გამოვარკვიეთ." არ არის მართალი რომ ახლა ჩვენ ეს გამოვარკვიეთ. მიზეზი რის გამოც პრობლემა უარესი გახდა. ვიდრე უკეთესი. არის ეს. 1988 წელს ჩვენ გავიგეთ რაღაც გადამწყვეტი სამყაროს შესახებ, რაც აქამდე არ ვიცოდით. ჩვენ გავიგეთ რომ ის აჩქარებით ფართოვდება. სამყარო არა მხოლოდ ფართოვდება. თუ უყურებთ გალაქტიკას. ის გშორდებათ. თუ დაბრუნდებით მილიარდი წლის შემდეგ და შეხედავთ მას ისევ, ის დაგშორდებათ უფრო სწრაფად. თითოეული მათგანი იფანტება ჩვენგან უფრო და უფრო სწრაფად ამიტომ ჩვენ ვამბობს სამყარო აჩქარებით ფართოვდება. განსხვავებით ადრეული სამყაროს დაბალი ენტროპიისა, თუმცა ჩვენ ამის პასუხიც არ ვიცით, მაგრამ გვაქვს საბოლოოდ კარგი თეორია რათა ავხსნათ. თუ ეს თეორია მართებულია. ეს არის ბნელი ენერგიის თეორია. ეს არის იდეა, რომ თავად ცარიელ სივრცეს აქვს ენერგია. სივრცის ყოველ კუბურ სანტიმეტრს. ისე თუ ასე ეს მასალაა ასე თუ ისე აქ არის ნაწილაკები, მატერია, რადიაცია ან რომელიმე, აქ ისევ ენერგიაა, თუნდაც მხოლოდ სივრცეში. და ეს ენერგია აინშტაინის მიხედვით, უბიძგებს საყაროს ეს არის სამუდამო იმპულსი რაც განიზიდავს გალაქტიკებს ერთმანეთისგან. რადგან ბნელი ენერგია, მატერიისა და რადიაციისგან განსხვავებით არ არის გაზავებული სამყაროს გაფართოებასთან ერთად. ენერგიის რაოდენობა, ყოველ კუბურ სანტიმეტრზე რჩება იგივე, მიუხედავად იმისა რომ სამყარო უფრო დიდი და დიდი ხდება. ამას გადამწყვეტი შედეგი აქვს რას იზამს სამყარო მომავალში. ერთის მხრივ, სამყარო გაფართოვდება სამუდამოდ. მაშინ როცა მე თქვენი ასაკის ვიყავი, ჩვენ არ ვიცოდით რას იზამდა სამყარო. ზოგი ფიქრობდა რომ სამყარო მომავალში ისევ კოლფასირდებოდა. აინშტაინს უყვარდა ეს იდეა. მაგრამ აქ ბნელი ენერგიაა და ის არსად წავა სამყარო განაგრძობს გაფართოებას სამუდამოდ. 14 მილიარდი წელი წარსულში, 100 მილიარდი ძაღლის წელი, მაგრამ უსასრული რიცხვი წლებისა მომავალში. ამასობაში ყველა განზრახვით და მიზნით, ჩვენთვის სივრცე სასრული ჩანს სივრცე შეიძლება იყოს სასრული ან უსასრულო, მაგრამ რადგან სამყარო აჩქარებით ფართოვდება. არის ადგილები რისი დანახვაც ჩვენ არ შეგვიძლია და ვერასდროს დავინახავთ. არსებობს სივრცის სასრული რეგიონი რომელსაც ვწვდებით. რომელიც გარშემორტყმულია ჰორიზონტით. ასე რომ თუნდაც მუდამ გაგრძელდეს დრო, სივრცე ლიმიტირებულია ჩვენთვის. საბოლოოდ, ცარიელ სივრცეს გააჩნია ტემპერატურა. 1970-იანებში სტივენ ჰოკინგმა გვითხრა რომ შავი ხვრელი, თუმცა ფიქრობ რომ ის შავია, ფაქტიურად გამოყოფს რადიაციას როდესაც მას მიუსადაგებ კვანტურ მექანიკას. სივრცე დროის სიმრუდე შავი ხვრელის გარშემო ხდება კვანტურ მექანიკური ფლუქტუაციები და შავი ხვრელი ანათებს. ზუსტად იგივე გამოთვლებმა ჰოკინგისა და გარი გიბონსის აჩვენეს რომ თუ გაქვს ბნელი ენერგია ცარიელ სივრცეში მაშინ მთელი სამყარო გაანათებს ცარიელი სივრცის ენერგია ახდენს კვანტურ ფლუქტუაციებს. და თუნდაც სამყარო არსებობა გაგრძელდეს მუდამ, და ჩვეულებვრივი მატერია და რადიაცია გაუხშოვდეს, ყოველთვის იქნება რაღაც რადიაცია, რაღაც თერმული ფლუქტუაციები, თუნდაც ცარიელ სივრცეში. მოკლედ ეს ნიშნავს რომ სამყარო არის გაზის ყუთივით რომელიც მუდამ იქნება. მოკლედ რას გულისხმობს ეს? მის აზრს სწავლობდა ბოლცმანი 19 საუკუნეში. მან თქვა, ენტროპია იზრდება რადგან არსებობს ბევრი ბევრი გზა იმისთვის რომ სამყარო იყოს მაღალი ენტროპიის, ვიდრე დაბალი ენტროპიის. მაგრამ ეს ალბათური მტკიცებაა. ის ალბათ გაიზრდება, და ალბათობა ძალზედ დიდია არ ღირს შეწუხება იმაზე, რომ ჰაერი უცებ შეიკვრება ამ ოთახის ერთ ნაწილში და ჩვენ გავიგუდებით. ეს ძალიან ძალიან საეჭვოა. მაგრამ თუ დაკეტავდნენ კარებს და გამოგვკეტავდნენ აქ სამუდამოდ, ეს მოხდებოდა. ყველაფერი ეს დაშვებულია ყოველ კონფიგურაციას, რომელიც მოლეკულებს შეუძლია მიიღონ ამ ოთახში ბოლოს დაბოლოს იქნება მიღწეული. მოკლედ ბოლცმანმა თქვა, შეიძლება სამყარო, დასაწყისში იმყოფებოდა თერმულ წონასწორობაში. მან არ იცოდა დიდი აფეთქების შესახებ. მან არ იცოდა სამყაროს გაფართოების შესახებ. ის ფიქრობდა რომ სივრცე და დროს აიხსნებოდა ისააკ ნიუტონით -- ისინი იყო აბსოლიტური, ისინი სამუდამოდ დარჩებოდნენ ასეთი. მისი ეს იდეა ჭეშმარიტ სამყაროზე იყო ისეთი სადაც ჰაერის მოლეკულები ყველგან თანაბრად იყო გადანაწილებული, ყველაფრის მოლეკულები. მაგრამ თუ თქვენ ბოლცმანი ხართ, გეცოდინებათ რომ თუ საკმარისად დიდ ხანს დაიცდით ამ მოლეკულების შემთხვევითი ფლუქტუაციები თუმცა შეუძლიათ მოიყვანონ ისინი დაბალი ენტროპიის კონფიგურაციაში. და შემდეგ, რათქმაუნდა, საგნების ჭეშმარიტ მიმდინარეობაში, ისინი უკან გაფართოვდებიან. ასე რომ ენტროპია ყოველთვის არ უნდა იზრდებოდეს -- შესაძლებელია გქონდეთ ფლუქტუაციები დაბალ ენტროპიაში, უფრო ორგანიზებულ სიტუაციებში. თუ ეს მართალია. ბოლცმანს თავში მოსდის ორი ძალიან თანამედროვე სახის იდეა -- მულტი სამყარო და ანთროპული პრინციპი. ის ამბობს, თერმული წონასწორობის პრობლემა არის ის რომ ჩვენ არ შეგვიძლია იქ ცხოვრება. გახსოვდეთ, თვით სიცოცხლე დამოკიდებულია დროის ისარზე. ჩვენ არ შეგვეძლება დავამუშაოთ ინფორმაცია, მეტაბოლიზმი, სიარული და საუბარი. თუ ვიცხოვრებდით თერმულ წონასწორობაში. თუ წარმოიდგენთ ძალიან დიდ, უზარმაზარ სამყაროს, უსასრულოდ დიდ სამყაროს, ნაწილაკების შემთხვევითი შეჯახებებით იქ დაბალი ენტროპიის რეგიონებში იქნება შემთხვევითი პატარა ფლუქტუაციები და შემდეგ ისინი უკან გაიფანტებიან. მაგრამ ასევე იქნება დიდი ფლუქტუაციებიც. შემთხვევითობით, თქვენ მიიღებთ პლანეტას ან ვარსკვლავს, ან გალაქტიკას ან ას მილიარდ გალაქტიკას. ბოლცმანი ამბობს, ჩვვენ მხოლოდ ვცხოვრობთ მულტი სამყაროს ნაწილში, ფლუქტუაციური ნაწილაკების უსასრულოდ დიდი ნაკრების ნაწილში სადაც სიცოცხლე შესაძლებელია. ეს არის რეგიონი სადაც ენტროპია დაბალია. შეიძლება ჩვენი სამყარო ერთ ერთი მათგანია რომელიც ხდება დრო და დრო. აი თქვენი საშინაო დავალება -- რეალურად დაფიქრდეთ ამაზე, განჭვრიტოთ რას ნიშნავს ეს კარლ სეიგანმა ერთხელ თქვა თავისი ცნობილი ფრაზა რომ "თუ გინდა შექმნათ ვაშლის ნამცხვარი, პირველად თქვენ სამყარო უნდა გამოიგონოთ." თუმცა ის არ იყო მართალი. ბოლცმანის სცენარით, თუ გსურთ შექმნათ ვაშლის ნამცხვარი, თქვენ უნდა მოიცადოთ ატომების შემთხვევით მოძრაობას რათა შექმნათ ვაშლის ნამცხვარი. ეს მოხდება უფრო ხშირაად ვიდრე ატომების შემთხვევითი მოძრაობა შეგაქმნევინებთ ვაშლის ხეების ბაღს შაქარს და ღუმელს, და მხოლოდ შემდეგ ვაშლის ნამცხვარს. ეს სცენარი წინასწარმეტყველებს. ეს წინასწარმეტყველებებია ის რომ ფლუქტუაციები რომელმაც ჩვენ შეგვქმნა მინიმალურია თუ კი წარმოიდგენთ რომ ეს ოთახი რომელშიც ჩვენ ვართ ეხლა არსებობს და ნამდვილია და აგერ ჩვენ ვართ და ჩვენ გვაქვს, არა მხოლოდ ჩვენი მეხსიერება, არამედ ჩვენი აღქმა რომ გარეთ რაღაც არის რომელსაც ქვია კალიფორნიის ტექ.ინსტიტუტი, აშშ და რძიანი გზის გალაქტიკა. ამ შთაბეჭდილებებით უფრო ადვილია რათა მოხდეს თქვენ ტვინში შემთხვევითი ფლუქტუაციები ვიდრე ფაქტობრივად მთლიანად შემთხვევითი ფლუქტუაციები "კალტექ"-ში (კალიფორნიის ტექ ინსტიტუტი) შტატებში და გალაქტიკაში. კარგი ამბავი ისაა რომ, ამის გამო ეს სცენარი არ მუშაობს; ის არაა სწორი. ეს სცენარი წინასწარმეტყველებს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მინიმალური ფლუქტუაციების შედეგი მაშინაც კი თუ დატოვებთ ჩვენ გალაქტიკას, თქვენ ვერ მიიღებთ ას მილიარდ სხვა გალაქტიკას. და ფეინმანსაც ესმოდა ეს. ფეინმანი ამბობს, "ჰიპოთეზიდან სადაც სამყარო ფლუქტუაციაა, ყველა ეს წინასწარმეტყველება არის ის რომ თუ ჩვენ ვნახავთ სამყაროს იმ ნაწილს რომელიც აქამდე არ გვინახავს, ჩვენ აღმოვაჩენთ, მას არეულს და არა ისეთ ნაწილს რომელსაც ვხედავთ -- მაღალ ენტროპიაზე. თუ ჩვენი წესრიგი ფლუქტუაციებიდან გამომდინარეობს, ჩვენ ვერ გვექნება წესრიგის მოლოდინი, გარდა იმ ადგილებისა სადაც შევამჩნიეთ ის. ამის გამო ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა სამყარო არაა ფლუქტუაცია." კარგი.მაშინ კითხვა ასეთია - რა არის სწორი პასუხი? თუ სამყარო არაა ფლუქტუაცია, რატომ ქონდა ადრეულ სამყაროს დაბალი ენტროპია? და მე დიდი სიამოვნებით გეტყოდით პასუხს, მაგრამ დრო მითავდება. (სიცილი) აქ არის სამყარო რომელის შესახებაც გეტყვით, სამყაროს წინააღმდეგ რომელიც მართლაც არსებობს -- მე გაჩვენეთ ეს სურათი. სამყარო ფართოვდება ბოლო 10 მილიარდი წლის განმავლობაში ან უფრო მეტი ის ცივდება. თუმცა თუ ჩვენ ვიცით საკმარისი სამყაროს მომავალზე რათა ვთქვათ უფრო მეტი. თუ ბნელი ენერგია დარჩება ირგვლივ, ვარსკვლავები გამოიყენებენ თავის ბირთვულ საწვავს, შეწყვეტენ ნათებას ისინი მოხვდებიან შავ ხვრელებში. ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში რომელშიც შავი ხვრელების გარდა არაფერი იქნება ეს სამყარო იარსებებს 10 ხარისხად 100 წელს -- გაცილებით მეტ ხანს ვიდრე ჩვენმა პატარა სამყარომ იცოცხლა აქამდე. მომავალი გაცილებით გრძელია ვიდრე წარსული. მაგრამ შავი ხვრელებიც კი ვერ იქნებიან მუდამ. ისინი აორთქლებიან, და ჩვენ დავრჩებით ცარიელი სივრცის ამარა. ცარიელი სივრცე არსებითად დარჩება სამუდამოდ. თუმცა, შეამჩნევთ, სანამ ცარიელი სივრცე ასხივებს რადიაციას, ფაქტიურად აქ არის თერმული ფლუქტუაციები, და ის ციკლურად მეორდება ყველა სხვადასხვა შესაძლო კომბინაციებით თავისუფალი ხარისხით, რომელც არსებობს ცარიელ სივრცეში. თუმცა თუნდაც სამყარომ მუდამ იარსებოს, არსებობს მხოლოდ სასრული რაოდენობის საგნები რაც შესაძლებელია მოხდეს სამყაროში ყოველი მათგანი ხდება დროის პერიოდში რომელიც უდრის 10 ხარისხად 10 ხარისხად 120 წელს. თქვენთან ორი კითხვა მაქვს. პირველი: თუ სამყარო იარსებებს 10 ხარისხად 10 ხარისხად 120 წელს, რატომ გავჩნდით ჩვენ მის პირველ 14 მილიარდ წელიწადში, თბილ, კომფორტულ დიდი აფეთქების დაისის შემდეგ? რატომ არ ვართ ცარიელ სივრცეში? შესაძლოა თქვათ, "იქ არაფერია სიცოცხლისთვის ვარგისი," მაგრამ ეს არაა მართალი. თქვენ შესაძლებელია ყოფილიყავით შემთხვევითი ფლუქტუაცია არაფრისგან. რატომ არ ხართ? უფრო მეტი საშინაო დავალება თქვენთვის. როგორც ვთქვი, ფაქტიურად მე არ ვიცი პასუხი. მე გაჩვენებთ ჩემ ფავორიტ სცენარს. შეიძლება ეს უბრალოდ ასეა. არ არსებობს არავითარი ახსნა. ეს სამყაროს სასტიკი ფაქტია, რომელიც უნდა ისწავლო, რომ მიიღო და შეწყვიტო კითხვების დასმა. ან შეიძლება დიდი აფეთქება არ არის სამყაროს დასაწყისი. კვერცხი, გაუტეხელი კვერცხი წარმოადგენს სამყაროს დაბალი ენტროპიის კონფიგურაციას, და მაინც, როცა ვაღებთ ჩვენ მაცივარს, არ წამოვიყვირებთ, "ჰა რა მოულოდნელია აღმოაჩინო ეს დაბალ ენტროპიული კონფიგურაცია ჩვენ მაცივარში." ეს იმიტომ რომ კვერცხი არ არის ჩაკეტილი სისტემა; მას ქათამი დებს. შესაძლოა სამყარო მოდის უნივერსალური ქათმიდან. შესაძლოა არსებობს რაღაც რაც ბუნებრივად ფიზიკის კანონების ჩამოყალიბებით საშუალებას აძლევს ჩვენნაირი სამყაროს წარმოშობას დაბალი ენტროპიის კონფიგურაციით. თუ ეს მართალია, ის მოხდებოდა ერთზე ბევრად მეტჯერ; ჩვვენ ვიქნებოდით მულტი სამყაროს ნაწილი. ეს არის ჩემი ფავორიტი სცენარი. ორგანიზატორებმა მთხოვეს დამემთავრებინა თამამი მოსაზრებით. ჩემი თამამი მოსაზრება არის ის რომ მე აბსოლიტურად დაცული ვიქნები ისტორიით. და 50 წლის შემდეგ, და ჩემი ყველა გიჟური იდეა მიღებული იქნება ჭეშმარიტებად სამეცნიერო და გარე საზოგადოების მიერ. ჩვენ ყველა დავიჯერებთ რომ ჩვენი პატარა სამყარო მხოლოდ პატარა ნაწილია ბევრად დიდი მულტი სამყაროსი. და კიდევ უკეთესი, ჩვენ გავიგებთ რა მოხდა დიდი აფეთქებისას თეორიის მიხედვით შეგვეძლება შევადაროთ დაკვირვებებს ეს წინასწარმეტყველებაა. შეიძლება ვცდები მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით როგორც ადამიანური რასა იმის შესახებ თუ როგორი იყო სამყარო, რატომ იყო ის ისეთი როგორიც იყო მრავალი მრავალი წლის განმავლობაში. ამაღელვებელია ფიქრი რომ ჩვენ შეიძლება ოდესმე საბოლოოდ ვიცოდეთ პასუხი. მადლობა (აპლოდისმენტები)